ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ნაპოლიში" გადასვლას არ გამოვრიცხავ"

16-03-2017, 17:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არ უარყო იტალიური "ნაპოლიში" გადასვლის შესახებ აგორებული ჭორები. აპენინური პრესა უკვე დიდი ხანია წერს, რომ ნეაპოლში ოცნებობენ საკუთარ გუნდში შვედი ფორვარდის ხილვაზე.


"ნაპოლი"? ვნახოთ. მე ბედნიერი ვარ ჩემს გუნდში, თუმცა არასდროს იცი რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ჩემი კონტრაქტი 1+1 სქემაზეა აგებული. არც ისე დიდი ხანი დამრჩა იმისთვის, რომ მაღალი დონე და კლასი ვაჩვენო, ამიტომ მინდა ბოლომდე მივიღო სიამოვნება და სარგებელი მოვუტანო გუნდს. სამომავლოდ იტალიაში დაბრუნებას და კონკრეტულად ამ გუნდის მაისურის მორგებას არ გამოვრიცხავ". - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.


შვედი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა.



  • beka10
  • 16 მარტი 2017 17:44
გენიალური შვედი

amas shig aqvs ramdenma gundma unda ixmaros? joy joy joy

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით