"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის მიმდიანარე სეზონთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი თქმით, ჩემპიონთა ლიგას წელს ტურინის "იუვენტუსი" მოიგებს.
"წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული სეზონია. ტურნირის მოგების შანსი ძალიან ბევრ გუნდს აქვს, მათ შორის ფავორიტები "ბარსელონა", "ბაიერნი" და "რეალი" არიან, თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ტურინის "იუვენტუსი" მოიგებს. ალეგრის გუნდი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს შეუძალიათ".
"ასევე მინდა ერთი დეტალი აღვნიშნო, თუ ბუფონი კარიერის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, თავს გადავიპარსავ(იცინის)". - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა და გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც "ბებერი სინიორა" გარიგებულ თამაშებში მონაწილეობისთვის იტალიის ჩემპიონატიდან მოკვეთეს.
ამჟამად იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გამოდის და პრემიერლიგაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.