პოლ პოგბა ტრავმირებულია

17-03-2017, 11:44

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში "როსტოვის" წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის ლიდერმა პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო და მოურინიო იძულებული გახდა იგი მოედნიდან გაეყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა ფრანგის დაზიანება, თუმცა ერთი რამ ცხადია, პრემიერლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას "მიდლსბროს" წინააღმდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამოტოვებს.

"ზუსტად არვიცი, რამდენ ხანს მოუწევს ფეხბურთის გარეშე ყოფნა პოგბას, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია, "მიდლსბროს" წინააღმდეგ მის გამოყენებას ვერ მოვახერხებთ, ასევე იგი სანაკრებო შეკრებაზეც არ გაემგზავრება". - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

"მანჩესტერმა" რუსული კლუბის დამარცხება 1:0 მოახერხა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.

  • beka10
  • 17 მარტი 2017 11:44
sawyaliiii

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით