ობამეიანგი: “ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“

17-03-2017, 22:06

როგორც იცით, “დორტმუნდი“ ჩ.ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მონაკოს“ დაუპირისპირდება. აღნიშნულ წყვილზე გერმანელთა ლიდერმა, ობამეიანგმა ისაუბრა.

“ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. “მონაკოს“ თამაშები მე ძალიან მხიბლავს. ეს გუნდი არის საკმაოდ აგრესიული შეტევაში და ასევე ჰყავს უმაღლესი დონის მცველები. მის შემტევებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ რა თქმა უნდა ძალებს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთბთ, რომ გავაგრძელოთ წარმატებული გამოსვლა “ჩემპიონთა ლიგაზე“ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ ტურნირზე.“ - ობამეიანგი

ბორუსიელები ფრანგებთან პირველ მეოთხედფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე 11 აპრილს გამართავენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა მონაკოში 19 აპრილს გაიმართება.




  • Geto
  • 17 მარტი 2017 22:08
აქ კი შანსები ნამდვილად თანაბარია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით