ნოიერი: "რეალს" "ბაიერნთან" დაპირისპირება არ სურდა

18-03-2017, 00:00

"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი დარწმუნებულია, რომ მიუნხენელებსაც და "რეალსაც" თანაბარი შანსები აქვთ ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად. გოლკიპერის სიტყვებით, სამეფო კლუბთან თამაში ყოველთვის გამორჩეულია.


"რეალთან" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ვფიქრობ, ყველა დიდი შემართებით ელოდება ამ შეხვედრას. ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო "სანტიაგო ბერნაბეუზე" არაამქვეყნიური რამაა".


ჩვენ ძალიან ძლიერი და საინტერესო მეტოქე შეგვხვდა, თუმცა ვფიქრობ, რომ არც "რეალს" უნდოდა "ბაიერნი" მეტოქედ. ჩვენი მწვრთნელი ყველაზე კარგად იცნობს "სამეფო კლუბს". ეს იქნება თანაბარი თამაში, დუელი, შანსები 50/50-ზეა და ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს". - განაცხადა ნოიერმა.

"ბაიერნისა" და "რეალის" პირველი შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება.



  • beka10
  • 17 მარტი 2017 23:59
მანუ დიდი კაცია მარა კანზე დიდი ვერა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით