• 11-07-2023
    ცნობილია! - რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობს გიორგი მიქაუტაძე
    ცნობილია! - რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობს გიორგი მიქაუტაძე

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ოცნება “ლიონში” თამაში გახლავთ.

    ამ თემასთან დაკავშირებით Olympique et Lyonnais-მა საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “გიორგი მიქაუტაძემ 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაძლოა ითქვას, რომ უკეთესი სეზონი შეუძლებელია კი იყო. მისი წყალობით მეცი ლიგა 1-ში აღზევდა. მსგავსი სტატისტიკა, თუნდაც დაბალ დონეზე, საყურადღებოა. მიქაუტაძე იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა.

    გიორგი ბარნლის სამიზნეა, რომელიც ახლახან პრემიერ ლიგაში აღზევდა, თუმცა L’equipe წერს, რომ გიორგის ოცნება ლიონში დაბრუნებაა. 22 წლის ფეხბურთელი ლიონის 15-წლამდე გუნდში აღნაგოვის გამო თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა. მას შემდეგ მან სენტ-პრიეტს მიაშურა.

    რამდენიმე თვის წინ ის ქალაქ ლიონში დაბრუნდა და აღნიშნა, რომ მისი ოცნება სწორედ ამ გუნდში თამაში იყო. გაითვალისწინებენ თუ არა ლიონელები მიქაუტაძის სიტყვებს? რთული წარმოსადგენია ეს ტრანსფერი შედგეს, გამომდინარე გუნდის ფინანსური მდგომარეობისა. მიქაუტაძის ტრანსფერი დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რაც ლიონისთვის არცისე მცირე თანხაა. 

    ტინო კადევერესა და ამინ სარის ყოფნის მიუხედავად, ალექსანდრ ლაკაზეტის შეტევაში შემცვლელი ნამდვილად აკლია”. - წერს ფრანგული სააგენტო. 

    Facebook კომენტარები