"იუნაიტედის" უნიკალური მიღწევა

19-03-2017, 19:37

დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩი, რომელშიც "მიდლსბრომ" მანჩესტერ "იუნაიტედს" უმასპინძლა. გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად "წითელმა ეშმაკებმა" იოლი გამარჯვება იზეიმეს, ანგარიშით 1:3.

საინტერესოა, რომ ამ მოგებით "ოლდ ტრაფორდის" ბინადრება საკმაოდ საინტერესო მიღწევა დაამყარეს. კერძოდ, "იუნაიტედი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერლიგაში 600 მატჩის მოგება შეძლო. მანჩესტერელებმა ასეთი შედეგის მიღწევა 951 შეხვედრაში მოახერხეს. 600 მოგების გარდა, "წითლებს" პრემიერლიგის ისტორიაში 204 ფრე და 147 წაგება აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ ამ 3 ქულით "მანჩესტერმა" ორი ადგილით წაიწია წინ და მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. გუნდი პირველ ხუთეულში უკანასკნელად 184 დღის წინ, 2016 წლის 16 სექტემბერს გახლდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით