ჟალეს საფრანგეთის ნაკრებში უხმეს

20-03-2017, 23:06

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პრობლემები გრძელდება. როგორც ირკვევა, "სამფეროვნებს" მოახლოვებულ შეხვედრებში ბაკარი სანიაც ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად დიდიე დეშამმა გუნდში "ლიონის" განაპირა მცველს კრისტოფ ჟალეს უხმო.

ბაკარი სანია სანაკრებო შეკრებაზე დროულად გამოცხადდა, თუმცა სამედიცინო შემოწმებაზე ცხადი გახდა, რომ იგი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებდა. მას ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირა სჭირდება.

რაც შეეხება ჟალეს, მიმდინარე სეზონში იგი "ლიონის" ერთერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და გუნდის წარმატება დიდწილად მის სახელთანაა დაკავშირებული.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 25 მარტს ლუქსემბურგთან გამართავს, ხოლო 28-ში ესპანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. 



  • beka10
  • 20 მარტი 2017 23:06
au dagupula safrangeti :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით