ლაკაზეტეს ახალი მსურველი გამოუჩნდა

21-03-2017, 17:43

“ლიონის“ ფრანგ ლიდერს, ლაკაზეტეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელის შეძენა მადრიდის “ატლეტიკოს“ სურს.

როგორც იცით, ფრანგ ფორვარდს გასულ პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ ლონდონის “არსენალს“, მაგრამ “მეთოფეთა“ ინტერესი ამ დრომდე ინტერესადვე რჩება და ტრანსფერი არ განხორციელებულა. იყო პერიოდი, როდესაც ბრიტანული მედია ლაკაზეტეს “ლივერპულსაც“ აწერდა, მაგრამ როგორც თავად ხედავთ, ფეხბურთელი კვლავ “ლიონის“ ღირსებას იცავს.

ახლა კი ესპანური პრესა იუწყება, რომ ფეხბურთელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული “ატლეტიკო“. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა შეთავაზება აქვთ ესპანელებს ფრანგებისთვის, მაგრამ ისინი ფეხბურთელის შეძენას ამა წლის ზაფხულში გეგმავენ.



  • Geto
  • 21 მარტი 2017 17:45
ნეტა ამის მისვლა გრიზმანის წასვლის საწინდარი თუ იქნება მანჩესტერ იუნაიტედში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით