ბუფონი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო

21-03-2017, 22:34

ლეგენდარული იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტის თქმით, 2001 წელს მისი კლიენტი ახლოს იყო "პარმადან" "იუვენტუსის" ნაცვლად პირდაპირ კატალონიის "ბარსელონაში" გადასულიყო.

2001 წელს ტურინის "იუვენტუსმა" ნიჭიერ მეკარეში 32.6 მილიონი ევრო გადაიხადა და მას შემდეგ ბუფონმა იტალიური ფეხბურთის უდიდესი ეპოქა შექმნა. იგი ყველა დროის ერთერთ საუკეთესო გოლკიპერადაც კი ითვლება.

თუმცა, მისი კარიერა შესაძლოა სულ სხვა მიმართულებით განვითარებულიყო.

"დიახ, ბუფონი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო. მოლაპარაკებები წარმატებული დასასრულისკენ მიიწევდა, თუმცა ჯიჯის გულმა მაინც სამშობლოში დარჩენისკენ უბიძგა".

"არვიცი, ფიქრობს თუ არა იგი კარიერის დასრულებას, თუმცა კიდევ რომ ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეუძლია, ეს არაერთხელ დაამტკიცა". - განაცხადა ბუფონის აგენტმა.



  • beka10
  • 21 მარტი 2017 22:36
ეეე არადა გაასწორებდა ჯიჯი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით