"ბარსელონა" ფეხბურთელების გამოსყიდვას გეგმავს

22-03-2017, 12:31

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონა“ ამა წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი 2 ყოფილი ფეხბურთელის, ჰექტორ ბელერინის და ჟერარდ დეულოფეუს დაბრუნებას გეგმავს.

დეულოფეუს დაბრუნება გაცილებით მარტივი იქნება, რადგან ის “ბარსელონას“ საკუთრებაა და ამჟამად არენდით “მილანში“ თამაშობს, თუმცა თავად ფეხბურთელის თქმით, მას არ სურს იყოს ბარსას ტყვე და ის “როსონერიში“ თავს კარგად
 გრძნობს.

რაც შეეხება ჰექტორ ბელერინს, ის კატალონიურმა კლუბმა ლონდონელებს
 2011 წლის სეზონის ბოლოს გადასცა და უკანასკნელი 2-3 წელია “ბლაუგრანა“ მის დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. “არსენალს“ კი ახალგაზრდა მოთამაშის დაკარგვა არ სურს.



  • Geto
  • 22 მარტი 2017 12:33
დეულოფეუმ სკამი უნდა ხეხოს ბარსაში და ცოდოა ბელერინი კი მაგრად გამოადგებათ ძირითადი გარანტირებული ექნება მისი პოზიციიდან გამომდინარე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით