ბარტრამ კასილასს დაცინვა არ შეარჩინა

22-03-2017, 19:41

დორტმუნდის "ბორუსიას"ცენტარლური მცველი მარკ ბარტრა ამჟამად "პორტოს" ძირითადი მეკარის იკერ კასილასის დაცინვის ობიექტი გახდა. სოციალურ ქსელში ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა თანამემულეს შემდეგი შინაარსის კომენტარი დაუტოვა: "მეგობარო, შენ უკან ბეილია".

კასილასი აღნიშნული კომენტარით ცდილობდა ბარტრასთვის 2014 წელს გამართული "კლასიკო" გაეხსენებინა, როდესაც "რეალის" უელსელმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა ისტორიული გარბენი მოაწყო და "ბარსელონას" მცველი მთელი მსოფლიოს თვალში დაამცირა.

კასილასის კომენტარი მარკ ბარტრამ უპასუხოდ არ დატოვა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონის მისამართით მან ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგნაირად დაასათაურა:

"მეგობარი, იკერ, ბურთის დაჭერა უკვე მოახერხე თუ ვერა"?

  • beka10
  • 22 მარტი 2017 19:42
magari kacia marci :D :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით