უეფას პრეზიდენტი: "დენის აიტეკინი არ დაისჯება"

24-03-2017, 00:17

ევროპული ფეხბურთის მმართველი ასოციაციის (უეფას) პრეზიდენტი "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" შეხვედრის მთავარი არბიტრის გერმანელი დენის აიტეკინის შესახებ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა. ალექსანდერ ჩეფერინის თქმით, უეფა აიტეკინის დასჯას არ აპირებს.

"ზოგჯერ ხდება, რომ ყველაფერი იდეალურად არ სრულდება. ამის გამო რაღაცის გაუქმება აუცილებელი არაა, უბრალოდ უნდა ვიმსჯელოთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ბევრი საუბრობს აიტეკინის დასჯის შესახებ. თამამად ვაცხადებ, რომ იგი დისკვალიფიკაციას არ მიიღებს და საკუთარ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს". - განაცხადა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენთან" გასვლაზე 0:4 წააგო, თუმცა განმეორებით მატჩში 6:1 გაიმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ხსენებულ დაპირისპირებაში აიტეკინმა კატალონიელთა სასარგებლოდ ორი პენალტი დანიშნა.



  • beka10
  • 24 მარტი 2017 00:18
ძალიან კარგი მიხარია <3

Ro ambobt 2 penalti danishnao .. pirvel penalts sul ar debdaa gverditma msajma utxra penaltiaoo . Da mere meore penaltze aitekinma tqva saidanac vxedavdi penalti iyooo rage rage

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით