“ინტერს“ დე ვრიჯის შეძენაში “ჩელსი“ და “ევერტონი“ შეეცილებიან

24-03-2017, 12:33

იტალიური პრესის ცნობით, მილანის “ინტერი“ დაინტერესებულია “ლაციოს“ ჰოლანდიელი ფეხბურთელის, სტეფან დე ვრიჯის გადაბირებით.

როგორც ცნობილია, “ნერაძურიში“ სურთ, რომ ჰოლანდიელმა მოთამაშემ მილანური გუნდის ფორმა 2017 წლის ზაფხულში მოირგოს. ვრიჯი “ლაციოში“ 2014 წლიდან ასპარეზობს. ის რომაულ კლუბში "ფეინოორდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

25 წლის მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 
20 მილიონს შეადგენს. ამ თანხის გადახდა კი “ინტერის“ ახალი ბოსებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია შეთანხმება შედგეს თავად მოთამაშესთან და რომის “ლაციოსთან“.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს “ევერტონი“ და ლონდონის “ჩელსი“. ამის შესახებ BleacherReport იუწყება.



  • Geto
  • 24 მარტი 2017 12:34
20 მილიონად ეს ნაჩუქარივითაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით