“მან.იუნაიტედი“ პერისიჩისთვის 35 მილიონს ამზადებს

25-03-2017, 11:31

გამოცემა BleacherReport - ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “ინტერიდან“ 28 წლის ხორვატი შემტევის, ივან პერისიჩის გადაბირება სურს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ინტერს“ 35 მილიონი გადაუხადოს. როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიოსა და პერისიჩს შორის სატელეფონო კავშირი უკვე შედგა. თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშოს. იმ შემთხვევაში თუ “წითელი ეშმაკები“ მომდევნო სეზონისთვის ამ ტურნირის საგზურს მოიპოვებენ, დიდია იმის შანსი, რომ პერისიჩი მოურინიოს დათანხმდეს.

რაც შეეხება “ინტერს“, მის წარმომადგენლებს ჯერ-ჯეროფით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. ხოლო ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს, რომ ინგლისელთაგან ინტერესი ნამდვილად არსებობს.



  • Geto
  • 25 მარტი 2017 11:32
წადი პერისიჩ გაიქეცი ინტერიდან თავს უშველე smile

ra emarteba saits telefoni vegar qachavs tu raxdeba amdenxans chveulebrivad davborialoadi :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით