"ინტერის" სამიზნე ერიკ ლამელა იქნება

27-03-2017, 19:50

იტალირუი სპორტული პრესის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი შემტევი ერიკ ლამელა აპენინებზე დაბრუნებასთან ახლოსაა. როგორც ცნობილი ხდება, მისი შეძენის სურვილი მილანის "ინტერმა" გამოთქვა.

ამ მომენტისთვის ლამელას ტრავმა აწუხებს და პერმანენტულად ვერ ვარჯიშობს, თუმცა დროთა განმვლობაში იგი "ტოტენჰემის" ერთერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.

"ტოტენჰემში" გადაბარგებამდე არგენტინელი "რომას" ღირსებას იცავდა და საყოველთაო ყურადღება სწორედ მაშინ დაიმსახურა. მის შეძენას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობდა, თუმცა ლამელამ კარიერის გაგრძელბა "ტოტენჰემში" ამჯობინა.

ჯერჯერობით პრესაში ტრანსფერთან დაკავშირებული სხვა დეტალები არ ვრცელდება.



  • beka10
  • 27 მარტი 2017 19:50
არგი არჩევანია ნამდვილად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით