მანოლასი:“ნაინგოლანს არასდროს არ უნდა უთხრა, რომ “რომა“ დატოვოს“

30-03-2017, 17:44

“რომას“ 25 წლის მცველმა, კოსტას მანოლასმა მის თანაგუნდელ რაჯა ნაინგოლანზე ისაუბრა.

“ნაინგოლანს არასდროს არ უნდა უთხრა, რომ "რომა“ დატოვოს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ გუნდში ძალიან დიდხანს ითამაშოს. როცა აგენტი ატყობინებს, რომ მისით კლუბები ინტერესდებიან, ის ბრაზდება და ამბობს, რომ არ აინტერესებს. მინდორზე კი თავად ხედავთ თუ როგორი მონდომებით თამაშობს ყოველ მატჩში და იბრძვის ბოლომდე ნებისმიერ სიტუაციაში.“ - განაცხადა მანოლასმა

აქვე გეტყვით, რომ პრესა დიდი ხანია ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონის “ჩელსის“ უკავშირებს, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ტრანსფერი დღემდე არ შემდგარა.




  • Geto
  • 30 მარტი 2017 17:44
ფეხების მომტვრევები რომ არ უყვარდეს მეტოქეებისთვის კარგი ფეხბურთელია smile

  • okoloka
  • 30 მარტი 2017 19:41
Far Cry Primal-ის მორიგი გეიმფლეი რათქმაუნდა ქართულად , გააგრძელეთ ამ ძალიან მაგარი თამაშის სიუჟეტური ხაზი
https://www.youtube.com/watch?v=oB5PmP7W_Mw&feature=youtu.be

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით