"დორტმუნდში" პირველი ტრანსფერი დაადასტურეს

30-03-2017, 23:16

დორტმუნდის "ბორუსიამ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიხაილ ციორკმა ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანელებმა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 21 წლის ნახევარმცველი, მაჰმუდ დაუდი დაიმატეს.

"ფეხბურთელს გასული სეზონის შემდეგ ვაკვირდებით და მისი პროგრესი სახეზეა. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ." - განაცხადა დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა.

როგორც ცნობილია, "ბორუსიელებმა" დაუდის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადეს. შეგახსენებთ, რომ მისი შეძენა "ბარსელონას" და"ლივერპულსაც" სურდა, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა საბოლოოდ გერმანული გუნდი არჩია.

  • tsandro
  • 30 მარტი 2017 23:17
წესით უნდა გამოადგეთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით