მარკიზიო:“მე აღფრთოვანებული ვარ ინიესტათი“

31-03-2017, 09:41

ტურინის “იუვენტუსის“ იტალიელმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ “ბარსელონას“ კაპიტანი, ანდრეს ინიესტა შეაქო.

“მე აღფრთოვანებული ვარ ინიესტათი. მისნაირი დინჯი, ერთგული და პროფესიონალი ფეხბურთელები ამ სპორტის სახეობას კიდევ უფრო ალამაზებენ. მისი თითოეული მოძრაობა ბრწყინვალეა. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის მოედანზე იღებს ფაქტიურად ყოველთვის გამართლებულია. ინიესტაზე ალბათ ნებისმიერი გუნდი ოცნებობს.“ - განაცხადა მარკიზიომ

აქვე გეტყვით, რომ იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი კლიენტი “მან. იუნაიტედში“ გადასვლით იყოს დაინტერესებული.



  • Geto
  • 31 მარტი 2017 09:42
იმედია ინიესტა ალვეშის გზას არ გაყვება smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით