ლაპადულა:“მე ვაფასებ “მილანს“

31-03-2017, 09:52

“მილანის“ იტალიელმა თავდამსხმელმა, ჯანლუკა ლაპადულამ თავისი გუნდი შეაქო და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

“მე ვაფასებ “მილანს“. აქ მოხვედრა ბავშვობიდან იყო ჩემი ოცნება. ეს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია. მე გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. მართალია განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ რასაც მივაღწიე ნამდვილად იყო ჩემთვის ოცნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ “როსონერის“ დავეხმარო წარმატების მიღწევაში. მნიშვნელობა არ აქვს ახლანდელ შედეგს, მე “მილანთან“ ერთად წინსვლის მჯერა და ამისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.“ - განაცხადა ლაპადულამ

ლაპადულა მილანურმა გუნდმა გასული წლის ზაფხულში “პესკარადან“ შეიძინა 9 მილიონად. იტალიელი წინა სეზონში სერია ბ-ს ბომბარდირი გახდა.



  • Geto
  • 31 მარტი 2017 09:55
კაი კაცი ხარ kissing_heart kissing_heart

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით