მურიელის შეძენა 5 გუნდს სურს

31-03-2017, 10:08

“სამპდორიას“ თავდამსხმელის, მურიელის შეძენა ერთბაშად 5 გუნდს სურს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იუწყება.

“ინტერი“, “რომა“, “ლივერპული“, “სევილია“, “ატლეტიკო“ - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც მურიელის დამატება სურთ. ექსპერტების აზრით, ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი მილანური გუნდია და სწორედ მას აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ მოთამაშე დაიმატოს.

მურიელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 9 საგოლე პასია 31 ჩატარებულ შეხვედრაში. მოთამაშეს “სამპდორიასთან“ 28 მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებს. ბრიტანული პრესის ცნობით, "ლივერპული" 24 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს.



  • Geto
  • 31 მარტი 2017 10:09
ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის საშუალო დონეა და უკეთეს გუნდში შეიძლება კიდევ უფრო მოუმატოს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით