ელ შაარავი “ტორინოს“ რადარზეა

31-03-2017, 13:37

გამოცემა Football Italia იტყობინება, რომ “ტორინო“ დაინტერესებულია “რომას“ ახალგაზრდა შემტევის , სტეფან ელ შაარავის შეძენით.

თავად ფეხბურთელს და მის აგენტს, ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა პრესის ცნობით, ტურინელები რომაული გუნდისთვის ოფიციალური შეთავაზებით მიმართვას 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია რომაელების პოზიციაც, ამ საკითხთან დაკავშირებით.

ელ შაარავი “მგლებმა“ “მილანიდან“ შეიძინეს. იტალიელის სატრასნფერო ღირებულება ამ წუთისთვის 
27 მილიონით განისაზღვრება.



  • Geto
  • 31 მარტი 2017 13:37
თუ ტორინოში წავა ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით