რუმენიგე:“იუვენტუსს“ შეუძლია “ბარსელონას“ დამარცხება“

1-04-2017, 13:21

რუმენიგემ ჩ.ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩზე და ტურინელთა წამყვან მოთამაშეზე ისაუბრა.

“ვფიქრობ “იუვენტუსს“ შეუძლია “ბარსელონას“ დამარცხება. ტურინელებს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც სეზონიდან სეზონამდე მუდამ უმატებენ თამაშის ხარისხს. დიბალა? ის გამორჩეული მოთამაშეა. ვისურვებდი თუ არა არგენტინელს “ბაიერნში“? რატომაც არა. ის ხომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება ბავარიულ გუნდს.“ - განაცხადა რუმენიგემ

შეგახსენებთ, რომ დიბალას მიმართ პრესის ცნობით კატალონიის “ბარსელონაც“ იჩენს ინტერესს.



  • Geto
  • 1 აპრილი 2017 13:22
60-40 ზე ალბათ შანსები ბარსას სასარგებლოდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით