“ბარსელონამ“ დეულოფეუსთან დაკავშრებით გადაწყვეტილება მიიღო

1-04-2017, 13:34

გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა“ 2017 წლის ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის დროს, გეგმავს ჟერარდ დეულოფეუ გუნდში დააბრუნოს.

დეულოფეუ კატალონიური კლუბის აკადემიის აღზრდილია. ესპანეთიდან ის არენდის წესით რამდენიმე სეზონი “ევერტონში“ თამაშობდა, ახალა კი კვლავ არენდით “მილანის“ ღირსებას იცავს, სადაც 9 ჩატარებულ შეხვედრაში 3 საგოლე პასი გააკეთა და გაიტნა 1 გოლი. დეულოფეუმ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც მან გაიტანა ერთი გოლი და ასევე მოიპოვა თერთმეტმეტრიანიც მისი გუნდის სასარგებლოდ.

ამ ყველაფრის შემდეგ როგორც ჩანს, “ბარსელონა“ მოხიბლულია ახალგაზრდა ესპანელი შემტევით და მის დაბრუნებას გეგმავს.



  • Geto
  • 1 აპრილი 2017 13:36
არადა მილანშც როგორ გვჭირდება confused

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით