რობერტ ლევანდოვსკი ობამეიანგს გაუთანაბრდა

1-04-2017, 21:29

დღეს გაიმართა ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩები, რომლის დასრულების შემდეგაც, რობერტ ლევანდოვსკი ბომბარდირთა დავაში ობამეიანგს გაუთანაბრდა.

“შალკემ“ საკუთარ მოედანზე “დორტმუნდი“ მიიღო. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ობამეიანგმა და კეჰრერმა გაიტანეს, ხოლო მიუნხენის “ბაიერნმა“ 6-0 გაანადგურა “აუგსბურგი“. ამ მატჩში კი რობერტ ლევანდოვსკიმ 3 გოლი გაიტანადა 2 საგოლე პასი გააკეთა ალკანტარას და მიულერის მისამართით. შედეგად ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

26-ე ტურის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი და ობამეიანგი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას 24-24 გატანილი გოლებით ლიდერობენ. პოლონელს ამის გარდა გაკეთებული აქვს 4 საგოლე გადაცემაც, ხოლო ბორუსიელთა თავდამსხმელის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.

  • Geto
  • 1 აპრილი 2017 21:30
ობასთან შედარებით ლევანას ისეთი თანაგუნდელები ყავს რო მეტსაც უნდა იტანდეს გერმანიაში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით