• 12-07-2023
    "ვეცდებით რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე" - სხირტლაძისა და ტაბიძის კომენტარი მატჩამდე
    "ვეცდებით რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე" - სხირტლაძისა და ტაბიძის კომენტარი მატჩამდე

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდება.

    მატჩამდე გუნდის კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ და ჯიმი ტაბიძემ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს:

    დავით სხირტლაძე: "გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და ჩვენც ოპტიმალურ ფორმაში ვართ. ყველა ფეხბურთელს შეუძლია, რომ გუნდს დაეხმაროს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ კარგი თამაში, რათა "დინამო არენაზე" თამაშის წინ უპირატესობა შევიქმნათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე".

    ჯიმი ტაბიძე: "ბოლო ვარჯიში გვქონდა თამაშამდე. გუნდში კარგი განწყობაა და დარწმუნებული, რომ თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს, რომ თბილისში სასურველი შედეგით დავბრუნდეთ".

    შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 19 მაისს 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

    Facebook კომენტარები