ჰამშიკი:“გულშემატკივრები იგუაინს გასაგები მიზეზების გამო აკრიტიკებენ“

2-04-2017, 20:46

დღეს “ნაპოლი“ სერია ა - ს ეგიდით ტურინის “იუვენტუსს“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ჰამშიკი:“გულშემატკივრები იგუაინს გასაგები მიზეზების გამო აკრიტიკებენ და მათ ვერავინ გაამტყუნებს. რა დამოკიდებულება ექნებათ მათ არგენტინელის მიმართ, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. გულშემატკივარი ფაქტიურად ყოველთვის მართალია. არ ვიცი რა მოხდება დღევანდელ მატჩში, მაგრამ ჩვენი საფიქრალი მხოლოდ ისაა, რომ წარმატებით დავასრულოთ შეხვედრა.“

“იგუაინი დამოუკიდებელი ადამიანია. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ახლა ცხადია გაცილებით იშვიათად ვნახულობ და ვეკონტაქტები მას, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მეგობრებად ვრჩებით.“ 



  • Geto
  • 2 აპრილი 2017 20:46
იმედია კარგი საყურებელი თამაში იქნება

  • okoloka2
  • 2 აპრილი 2017 22:11
ვისაც გიყვართ კალათბურთი მაშინ უყურეთ ამ ძალიან მაგარი თამაშის გეიმფელის ქართულად ყველაზე ემოციურ კომენტატორთან ერთად <3
https://www.youtube.com/watch?v=0MW40wCkaSk&feature=youtu.be

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით