ედინ ჯეკომ ტოტის რეკორდი მოხსნა

2-04-2017, 22:19

იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში "რომამ" საუთარ მოედანზე ლევან მჭედლიძის "ემპოლი" მიიღო და მარტივად, 2:0 დაამარცხა. რომაელთაგან ორივე გოლის გატანა ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მოახერხა.

მიმდინარე სეზონში ბალკანელ ფეხბურთელს უკვე 33 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი ფრანჩესკო ტოტის ჰქონდა გატანილი. 2006/07 წლის სეზონში "გლადიატორმა" 32 გოლის გატანა მოახერხა.

გარდა იმისა, რომ ჯეკომ საკლუბო რეკორდი მოხსნა, იგი მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს. მან მეტოქეთა დამწუხრება 23-ჯერ მოახერხა.

ედინ ჯეკო "რომამ" 2015 წელს "მანჩესტერ სიტიდან" 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.



  • beka10
  • 2 აპრილი 2017 22:20
genialuri bosnieli <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით