დონარუმამ შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა

3-04-2017, 18:20

იტალიის ჩემპიოანტის გასული ტურის შეხვედრაში "პესკარამ" საკუთარ მოედანზე "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გოლის გატანა "როსონერის" ახალგაზრდა მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას უპატიებელი შეცდომის შედეგად მოახერხეს.

საკუთარ შეცდომაზე დონარუმამ პასუხისმგებლობა აიღო და გულშემატკივრებს მოუბოდიშა კიდეც. მისი თქმით, მომავალში ყველაფერს ეცდება, რათა მსგავსი რამ აღარ გამეორდეს.

"პესკარამ" კარგად ითამაშა და დამსახურებული ქულა მოიპოვა. რაც შეეხება ჩემს შეცდომას, არავისთვის არაფრის გადაბრალებას არ ვაპირებ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მსურს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსგავს შეცდომას მომავალში აღარ დავუშვებ". - განაცხადა დონარუმამ.

ამ მომენტისთვის "მილანი" იტალიის ჩემპიონატში მე-7 პოზიციას იკავებს.



  • beka10
  • 3 აპრილი 2017 18:21
magari kacia gigi

  • okoloka2
  • 3 აპრილი 2017 19:41
Far cry Primal-ის მორიგი ვიდეო ქართულაად
https://www.youtube.com/watch?v=lFhU4FsAdXQ&feature=youtu.be

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით