მილანური დერბი სანჩესისთვის გაიმართება

3-04-2017, 21:15

იტალიური პრესის ცნობით, მილანური დერბი მოედნიდან სატრასნფერო ბაზარზე გადაინაცვლებს და “ინტერი“ სანჩესის შეძენაში “მილანს“ შეეცილება.

როგორც იცით, სანჩესს 2018 წლის სეზონის ბოლოს “არსენალთან“ კონტრაქტი ეწურება. ფეხბურთელს ამ დრომდე არ დაუწყია მოლაპარაკებები “მეთოფეებთან“ ახალ კონტრაქტზე. ექსპერტები თვლიან, რომ ჩილელი ახალ გუნდს ეძებს, მაგრამ არსენ ვენგერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ ალექსის სანჩესი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

“ინტერის“ და “მილანის“ გარდა სანჩესის შეძენით ლონდონის “ჩელსი“ და “პსჟ“ ინტერესდებიან.



  • Geto
  • 3 აპრილი 2017 21:16
სუპერ ტრანსფერი იქნება ვინც არ უნდა იყიდოს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით