"იუვენტუსმა" მორიგი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

4-04-2017, 00:32

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა", არგენტინული "ბოკა ხუნიორსიდან" მატია კალდარასა და რიკარდო ორსოლინის შეძენის შემდეგ, ურუგვაელი ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკურიც გაიფორმა.

19 წლის სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, კონტრაქტზე ხელიც მოაწერა და ტურინულ გრანდს უკვე მომდევნო სეზონიდან შეუერთდება. მისი შეძენა "ბებერ სინიორას" დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა.

ბენტანკური სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ერთერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. არგენტინული გრანდის ღირსებას იგი 2015 წლიდან იცავდა, ასევე ხშირად თამაშობს ურუგვაის ახალგაზგრულ ნაკრებებში.



  • beka10
  • 4 აპრილი 2017 00:33
mshvenieri shenadzenia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით