ჩემპიონთა ლიგა ახალი დროით დაიწყება

4-04-2017, 15:13

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები ახალი სეზონიდან განსხვავებული დროით დაიწყება. ამ მომენტში ევროპული დროით მატჩები 20:45-ზე იწყება (ჩვენი დროით 22:45).

2018 წლის სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხილვა ევროპული დროით 19:00-სა და 21:00-ზე იქნება შესაძლებელი. უეფაში გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ფეხბურთის მასშტაბურობა ძალიან გაიზარდა და სხვადასხვა კონტინენტზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს.

ქართველ მაყურებლებს თამაშების ხილვა 21:00-სა და 23:00-ზე შეეძლება, ხოლო ზამთარში 22:00-სა და 00:00 საათზე.

განახლებულ სეზონში ასევე ცნობილია, რომ წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე 4-4 გუნდით გამოვლენ. საუბარია, ინგლისის, იტალიის, გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატის მონაწილეებზე.



  • beka10
  • 4 აპრილი 2017 15:15
ეეე ძაალიან ცუდია

  • okoloka2
  • 4 აპრილი 2017 18:11
NBA 2K17 კარიერის დასაწყისი
https://www.youtube.com/watch?v=fxPojut8SLw&feature=youtu.be

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით