სუსო:“მე “მილანში“ ბედნიერი ვარ“

4-04-2017, 23:14

“მილანის“ ესპანელმა შემტევმა, სუსო ფერნანდესმა განაცხადა, რომ ის მის ამჟამინდელ გუნდში თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია, თუმცა არ იცის, რა მოხდება მომავალში, როცა გუნდი გაიყიდება.

“ამ წუთისთვის მე “მილანში“ თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. 
ჩემი სურვილია, რომ “როსონერის“ შემადგენლობაში განვიცადო პროგრესი და გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება მომავალში, როცა გუნდი გაიყიდება. ნამდვიალდ ვერ გეტყვით, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ გუნდის მომავალ პოტენციურ მმართველებს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.“ - განაცხადა სუსომ

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა უარი თქვა საფრანგეთში და ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშზე და იტალიურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.





  • Geto
  • 4 აპრილი 2017 23:16
სუსო ერთ-ერთი იმათთაგანია ვინც ხელშეუხებელი მოთამაშეა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით