ნეიმარს და მესის "ბარსელონაში" ორი ფეხბურთელის ხილვა სურთ

5-04-2017, 10:11

გამოცემა The Sun Football იტყობინება, რომ ნეიმარს და ლიონელ მესის “ბარსელონაში“ მათი თანამემამულეების, კოუტინიოს და დიბალას ხილვა სურთ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ნეიმარი უკვე დიდი ხანია, რაც კატალონიურ კლუბს კოუტინიოს ტრანსფერს სთხოვს და მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე “ბარსელონას“ სტილს იდეალურად და მარტივად მოერგება.

რაც შეეხება ლიონელ მესის, მას ღიად ამის შესახებ არ უსაუბრია, მაგრამ წყაროს ცნობით არგენტინელის სურვილია, რომ მან “ბარსელონაში“ ტურინის “იუვენტუსის“ ლიდერი, პაულო დიბალა იხილოს.

ექსპერტების აზრით, ორივე ტრანსფერის ერთდროულად განხორციელება უდიდესი ვარაუდით ვერ მოხერხდება, მაგრამ შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი ზაფხულში მართლაც აღმოჩნდეს კატალონიურ გუნდში.



  • Geto
  • 5 აპრილი 2017 10:13
ბარსას ალბათ უფრო კოუტინიო სჭირდება ინიესტას შემცვლელად

  • yuji07
  • 5 აპრილი 2017 18:31
Orive idealuri ikneba

  • quaresma
  • 5 აპრილი 2017 22:30
koutinio idialuria kai xnis win unda daetria barsas , teqnika pasi dartyma idialuri aq magari bichia

  • Legenda
  • 6 აპრილი 2017 00:54
Orive kargia didi siamovnebit vixilavdi ..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით