იგუაინი:“იუვენტუსი“ შესანიშნავი არჩევანია“

5-04-2017, 12:29

ტურინის “იუვენტუსის“ არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ “იუვენტუსი“ შესანიშნავი არჩევანია ჩემი მხრიდან. ნებისმიერი თვალსაზრისითეს ასეა. ჩემთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია კარიერაში. “იუვე“ ტოპ გუნდია, რომელსაც ყველა ტურნირზე შეუძლია პირველობისთვის იბრძოლოს. მე აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და არ ვნანობ, რომ შავ-თეთრი ფორმა მაცვია. პატივს ვცემ “ნაპოლის“ და მის ქომაგებს, მაგრამ მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და მოვიქეცი ისე, როგორც სწორად მივიჩნიე
. იმედია ამაზე ყურადღების გამახვილება აღარ მომიწევს.“- განაცხადა იგუაინმა

შეგახსენებთ, არგენტინელი ტურინულ გუნდში “ნაპოლიდან“ გადავიდა, რის გამოც მას თავს უამრავი კრიტიკა დაატყდა.




  • Geto
  • 5 აპრილი 2017 12:30
ამაღამაც შეუგდე ნაპოლის laughing

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით