კაპელო: "ბარსელონამ" დაცვაში თამაში არ იცის"

5-04-2017, 14:05

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსის" მოახლოვებული მეოთხედფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა დაცვაში თამაში არ იციან და ეს ტურინელებს დამატებით შანსს აძლევს.

"ბარსელონამ" დაცვაში თამაში საერთოდ არ იცის. ესაა მთავარი განსხვავება ესპანურ გრანდსა და ტურინის "იუვენტუსს" შორის. იტალიელებმა კარგად იციან, როგორ მოიგერიონ მეტოქის შეტევები და ამის შემდეგ როგორ განავითარონ იერიშები".

"მესი? ეს ხუმრობა არაა, იგი ფეხბურთის ლუჩიანო პავაროტია. მას მაყურებლის აღფრთოვანება და დაუჯერებელი მომენტების შემოთავაზება შეუძლია". - განაცხადა კაპელომ.

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ერთამენთს 11 აპრილს ტურინში შეხვდებიან.



  • beka10
  • 5 აპრილი 2017 14:07
მაინც მარტივად გავაგდებთ პაპა იუვეს <3

  • respo_10
  • 5 აპრილი 2017 17:17
ზატო ბარსამ იცის გოლი როგორ უნდა გაიტანოს იუვესგან განსხვავებით :D

  • Barca10
  • 6 აპრილი 2017 16:30
მაგრამ კაპელო შეტევა ისეთი ყავს რომ იუვეც ვერ შეაჩერებს smile smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით