ევრა მანჯუკიჩს "მარსელში" ეპატიჟება

6-04-2017, 00:46

პატრის ევრას კვლავ სურს მარიო მანჯუკიჩთან ერთად თამაში, თუმცა ამჯერად "მარსელის" სახელით. ევრა პირადად ეცდება დაარწმუნოს მარიო საფრანგეთში გადაბარგებაზე, იუწყება "L'Equipe".

"მარსელი" ზაფხულის სატრანსფერო კამპანიაზე საგრძნობლად გაძლიერებას აპირებს და თავდამსხმელის პოზიცია მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. ფრანგების გამოცდილ განაპირა მცველს ისევე, როგორც ხორვატ თავდამსხმელს, ერთი და იგივე აგენტი ყავთ, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

მარიო მანჯუკიჩს არსებული შრომითი ხელშეკრულება იტალიის ჩემპიონთან 2019 წელს უსრულდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით