"ინტერმა" "რომასთან" შეთანხმებას მიაღწია

6-04-2017, 01:51

როგორც ჩანს კოსტას მანოლასმა "რომას" "ინტერი" ამჯობინა. იტალიური ტაბლოიდების ცნობით, "ნერაძურიმ" "მგლებს" ბერძენი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 43 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც დედაქალაქური კლუბისთვის მისაღები შეთავაზება აღმოჩნდა.

მანოლასს "რომასთან" კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. "მგლების" ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა 25 წლის მცველისგან უარი მიიღეს.

კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და გარიგებას ოფიციალური სახე, სავარაუდოდ, 30 ივნისს მიეცემა.



  • goga11
  • 6 აპრილი 2017 02:05
kidev erti kargi fexburteli gaxda merda da mand chakvdeba samudamod

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით