სტეფანო პიოლი: "თუ საჭირო გახდა, გადავდგები"

6-04-2017, 13:15

უკანასკნელ პერიოდში მილანის "ინტერი" განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის. გუნდმა იტალიის ჩემპიონატის გასული ორი ტურის შეხვედრა კრახით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

გუნდის წარუმატებლობის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა, რომლის თქმითაც, პოსტის დატოვების არ ეშინია და თუ გუნდისთვის უკეთესი იქნება, აუცილებლად გადადგება.

"მწვრთნელის საქმე ძალიან რთულია, მუდმივად უნდა იყო მზად, რომ გაგათავისუფლებენ. ეს პროფესია ავირჩიე და არაფრის შიში არ მაქვს, თუ საჭირო გახდა, გადავდგები კიდეც. ჩემი აზრით, "ინტერი" სწორი გზით ვითარდება და თუ ბიჭებთან ერთად მუშაობის საშუალება სამომავლოდაც მომეცემა, ამით მხოლოდ კმაყოფილი დავრჩები. წინ 8 ტურია დარჩენილი და საკუთარი შანსები უნდა გამოვიყენოთ". - განაცხადა პიოლიმ.

ამ მომენტისთვის "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს.



  • beka10
  • 6 აპრილი 2017 13:16
arada vafshge magrad imusghava

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით