“ინტერი“ სამპაოლის კანდიდატურას განიხილავს

6-04-2017, 14:46

იტალიური პრესის ცნობით, მილანის “ინტერი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. მათ შორის კი ერთ-ერთი ასეთი “სევილიას“ თავკაცი ხორხე სამპაოლია.

“ნერაძურის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ გუნდში მუშაობა კარგად დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით მილანელები სატურნირო ცხრილში საგრძნობლად წინ იწევდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში კლუბმა მნიშვნელოვანი მატჩები წააგო და ამით უკმაყოფილება გამოიწვია როგორც გულშემატკივრებში, ასევე გუნდის ხელმძღვანელებში.

პიოლის თქმით თუ საჭირო გახდება, ის მზადაა დატოვოს დაკავებული პოსტი, რაც შეეხება სამპაოლის, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე “სევილიაში“ რჩება და მისი მიზანია ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავოს. ამის მიუხედავად იტალიური მედია წერს, რომ "ინტერი“ შესაძლოა მას დაუკავშირდეს და მთავარ მწვრთნელად მუშაობა შესთავაზოს.



  • Geto
  • 6 აპრილი 2017 14:48
თუ წასვლა უნდა ალბათ ზაფხულში წავა

  • okoloka2
  • 6 აპრილი 2017 17:25
NBA 2K17-ის კარიერის რიგით მეორე ნაწილი. (ქართულად)
https://www.youtube.com/watch?v=C1108vnVRGk&feature=youtu.be

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით