იგუაინმა შესაძლოა “ნაპოლის“ სასამართლოში უჩივლოს

6-04-2017, 18:53

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც არგენტინელი ნეაპოლური გუნდიდან “იუვენტუსში“ გადაბარგდა, ის ქომაგების უდიდეს ნაწილს შეზიზღდა და ფეხბურთელი მოღალატედ მონათლეს.

იგუაინმა ტურინული კლუბის მაისურით “ნაპოლის“ კარში უკვე 4 გოლი გაიტანა, რითაც კიდევ უფრო გაზარდა სიძულვილი ამ გუნდის გულშემატკივრების მხრიდან.

გუშინდელი მატჩის დაწყებამდე, სადაც იგუაინმა დუბლი შეუსრულა მის ყოფილ გუნდს, ის შეხვდა კლუბის პრეზიდენტ დე ლაურენტისს და 600 ათასის გადახდა მოსთხოვა, რადგან “ნაპოლი“ იყენებდა იგუაინის იმიჯს სხვადასხვა სახის აქციებსა და რეკლამებში, როცა არგენტინელი უკვე აღარ იყო ნეაპოლური გუნდის წევრი. თუ დე ლაურენტისი ფეხბურთელს კუთვნილ თანხას არ გადაუხდის, არგენტინელს გადაწყვეტილი აქვს, რომ კლუბს სასამართლოში უჩივლოს.



  • Geto
  • 6 აპრილი 2017 18:54
მიდი იგუ არ დანებდე bowtie

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით