ალეგრი: "ტურინში ვრჩები"

6-04-2017, 19:22

მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ტურინში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და არ აპირებს სხვა რომელიმე კლუბის გაწვრთნას. იტალიელი სპეციალისტის გადაბირებით აქტიურად ინტერესდებოდა "ბარსელონა", თუმცა, როგორც ჩანს კატალონიელებს მთლიანად ხორხე სამპაოლიზე მოუწევთ ყურადღების გადატანა.

"ჩემი მომავალი? ტურინში დარჩენა მსურს, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კონტეს მიმართ გულშემატკივრების ნოსტალგია? ეს ყველაფერი ყოფილ შეყვარებულის მსგავსია. არ გავიწყდება ის კარგი დრო, რაც ერთად გაიარეთ. ჯერჯერობით არ განმიხილავს ჩემი მომავალი ხელმძღვანელობასთან, რადგან ამჟამად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს." - განაცხადა "იუვენტუსის" დამრიგებელმა.

ალეგრის გუნდი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. ტურინელები სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი შემდეგი მეტოქე კატალონიის "ბარსელონაა".



  • goga11
  • 6 აპრილი 2017 19:24
gacdebian barsas

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით