"მილანი" "რეალის" თავდამსხმელს უმიზნებს

6-04-2017, 23:03

იტალიური გაზეთების ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანი" ქარიმ ბენზემას გადაბირებას ეცდება იმ შემთხვევაში, თუ ობამეიანგი მადრიდელებს შეუერთდება. როგორც ცნობილია, ფლორენტინო პერესი მზადაა გაბონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღოს. თავის მხრივ არც ობამეიანგია თეთრი მაისურის მორგების წინააღმდეგი.

"როსონერის" მომავალ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს გაბონელი თავდამსხმელი, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გადაბირება საკმაოდ რთული ამოცანა იქნება.

ბენზემას მონაგარი ობამეიანგთან შედარებით მოკრძალებულია, 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. ამას ემატება ისიც, რომ "ბლანკოსის" ფანები მისდამი დიდი სიყვარულით არ გამოირჩევიან. იტალიელებისთვის ბენზემა სათადარიგო გეგმაა, რომელიც გაცილებით უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე პიერ ემერიკ ობამეიანგი.



  • goga11
  • 7 აპრილი 2017 00:52
kargia magram obameiangi jobia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით