კონდოგბია: "ინტერში" დარჩენა მინდა"

7-04-2017, 00:25

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯოფრი კონდოგბიამ "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"დავბრუნდები თუ არა საფრანგეთში? ჯერჯერობით არა, ეს ჩემთვის პრიორიტეტული არაა. "მარსელი"? ყველაფერი სიცრუეა, ისინი არასდროს დაგვკავშირვებია არც მე და არც ჩემ აგენტს. როგორც უკვე გითხარით საფრანგეთში დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ. "მონაკო"? მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ახლაც ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ამ კლუბის ღირსებას იცავს."

"პოგბა? ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, თუმცა ჩვენ ძალიან განვსხვავდებით როგორც პიროვნულად, ასევე თამაშის სტილით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეროვნული ნაკრები? ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მსოფლიო ჩემპიონათზე, ჩემი ქვეყნის სახელით ასპარეზობა. სწორედ ამიტომ ვმუშაობ ყოველ დღე "ინტერში", რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე." - განაცხადა ჯოფრი კონდოგბიამ.



  • goga11
  • 7 აპრილი 2017 00:53
ra kargi momavali qonda da daigupa tavi merdebshi wasvlit

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით