კულიბალის აგენტი: "ჩელსი? ყველაფერს დრო გვიჩვენებს"

7-04-2017, 14:43

25 წლის სენეგალელი ცენტრალური მცველის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ბოლო დროს, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ კალიდუ ზაფხულში "ჩელსის" შეუერთდება. თავისი აგენტის მომავალთან დაკავშირებით, ბრუნო სატინიმ ინტერვიუ ჩაწერა "Radio Kiss Kiss"-თან.

"კალიდუ ინარჩუნებს ფორმას და ამჟამად, ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია იტალიის ჩემპიონატში. "ჩელსი"? არ ვიცი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჩემ აგენტს ძალიან მოსწონს მაურისიო სარისთან მუშაობა, კალიდუ მისი დახმარებით უფრო და უფრო ძლიერი ხდება." - განაცხადა კულიბალის აგენტმა.

სენეგალელ ფეხბურთელს "ნაპოლისთან" მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და რთული სავარაუდოა, რომ დე ლაურენტისი მას იოლად შეელიოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით