ტუხელი "ბაიერნს" არ უფრთხის

7-04-2017, 21:19

მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ტუხელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და როგორც თვითონ ამბობს "ბაიერნის" ტესტის არ ეშინია. მარკ ბარტრა, ლუკას პიშეკი, სინჯი კაგავა და ჯულიან ვაიგლი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც სავარაუდოდ "ყვითლებს" "რეკორდმაისტერებთან" დააკლდებათ. გარდა ამისა, მძიმე ტრავმების გამო დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტუხელის განკარგულებაში ვერ იქნებიან: ანდრე შურლე, მარკო როისი და ერიკ დურმი.

"არაფერს აქვს მნიშვნელობა, როცა "ალიანს არენაზე" დგახარ და "დორტმუნდის" მაისური გაცვია. ნებისმიერი ფეხბურთელი თავის მაქსიმუმს გაიღებს, რათა თავი კარგად წარმოაჩინოს. ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა "ბაიერნის" დამარცხება და ამის კარგი შანსიც გვაქვს. დავამარცხებთ თუ არა მათ აუცილებლად? მომეცით ოთხი კვირა ტრავმების გარეშე და გეტყვით, რომ კი, მაგრამ ეს არარეალურია."

"ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ გვაკლია მარკო როისი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ერთად გუნდი ბევრად უფრო კარგად თამაშობს. მოუთმენლად ველოდები მის დაბრუნებას, თუმცა არ მინდა ნაადრევი დაბრუნებით კიდევ ერთხელ დაზიანდეს, ასე რომ ჯერ ადრეა." - განაცხადა ტომას ტუხელმა.



  • goga11
  • 7 აპრილი 2017 22:45
ბაიერნი ჰოფენჰაიმის მერე ამასაც არ წააგებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით