კიელინიმ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო

8-04-2017, 00:05

ტურინის "იუვენტუსის" 32 წლის ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ წარმატებას მოედნის გარეთაც მიაღწია. სოციალური ქსელის მეშვეობით იტალიელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის კვალიფიკაცია მიიღო.

"დასრულდა. ეს მიზანი მოედანზე ყოველთვის მიწევდა პარტნიორობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ეს ხარისხი მივიღე". -განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.

კიელინიმ ხარისხი ტურინის უნივერსიტეტში დაიცვა, ხოლო მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო "საფეხბურთო კლუბ ტურინის "იუვენტუსის" ბიზნესის მოდელი საერთაშორისო კონტექსტში".

"ბებერი სინიორას" შეუცვლელ წევრს წარმატება თანაგუნდელებმა, გუნდის გულშემატივრებმა და "იუვენტუსის" წარმომადგენლებმა უკვე მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.



  • beka10
  • 8 აპრილი 2017 00:08
ბრავო ჯორჯო დასაფასებელია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით