"უოტფორდის" გულშემატკივრები ნიანგის გამოსყიდვას ითხოვენ

8-04-2017, 09:38

მბაიე ნიანგი პრემიერ ლიგის ბოლო ტურებში შესანიშნავად ათამაშდა და "უოტფორდის" ფანების სიყვარული დაიმსახურა. "მისი საგოლე გადაცემები გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე მისი გოლები", "ნიანგი შესანიშნავი ფეხბურთელია", "გამოისყიდეთ ახლავე!" - ეს რეაქციები სწორედ ინგლისური კლუბის გულშემატკივრებმა გამოხატეს სოციალურ ქსელებში.

ამ დროისათვის, ფრანგ თავდამსხმელს 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, თუმცა ხარისხი შედეგზე უკეთესია. ნიანგი ვალტერ მაცარის ხელში საკმაოდ კარგად ათამაშდა, რაც გუნდსაც დაეტყო და ამჟამად, "უოტფორდი" მეცხრე ადგილზეა.

მბაიემ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში თავს შესანიშნავად გრძნობს. რაც შეეხება მის გამოსყიდვას, ინგლისურ კლუბს მისი დატოვება 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნიანგი სეზონის დასრულებამდე 10 გოლს გაიტანს "ლოსებს" მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.



  • goga11
  • 8 აპრილი 2017 09:48
waiyvanet!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით