ალეგრი "იუვენტუსთან" გაახანგრძლივებს

8-04-2017, 12:43

გამოცემა LaStampa იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი უახლოეს მომავალში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

საუბარია იმაზე, რომ ალეგრი ტურინულ გუნდში 2020 წლამდე დარჩეს. აღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელებსა და მასიმილიანო ალეგრის შორის პირველადი შეთანხმება უკვე მიღწეულია და სავარაუდოდ სეზონის დასრულების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი კონტრაქტს ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ პრესა ალეგრის “არსენალს“ და “ბარსელონას“ უკავშირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელი ტურინში დარჩენას გეგმავს.



  • Geto
  • 8 აპრილი 2017 12:44
კარგია დარჩეს იტალიაში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით