ბლინდისათვის ბრძოლაში "მილანიც" ჩაერთო

8-04-2017, 23:05

მას შემდეგ, რაც ჩინელები ოფიციალურად შეიძენენ "მილანს", მათი პირველი შენაძენი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, დელი ბლინდი იქნება, იტყობინებიან იტალიური და ინგლისური მედიასაშუალებები.

ჟოზე მოურინიომ, 27 წლის ჰოლანდიელს მწვანე შუქი აუნთო და მზადაა, ის საკმაოდ დაბალ ფასად გაასხვისოს. "როსონერი" ბლინდს დე შილიოს შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდება.ბლინდს შეუძლია დაცვის ნებისმიერ წერტილში თამაში ისევე, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში.

ჩინელებს ძალიან მოსწონთ ასეთი ტიპის უნივერსალი მოთამაშე, რომელიც დაეხმარება კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში, სადაც 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. სულ ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ ბლინდის შეძენა "აიაქსს" და "რომას" სურთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩინელები მისით დაინტერესდებიან, უფრო დიდი შანსია, რომ ჰოლანდიელი მცველი ლომბარდიელებს შეუერთდეს.



  • goga11
  • 8 აპრილი 2017 23:16
iyos magram de shilioc daitovon

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით